დეპუტატების შეფასება ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განმარტება, ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე, რომელიც ვაკეში 25 წლის გოგოს მკვლელობაშია ბრალდბული, პარლამენტის დეპუტატებმა შეაფასეს. დეპუტატები პრეზიდენტს შეწყალების საქმეების განხილვისას მეტი პასუხიმგებლობისკენ მოუწოდებენ.
ქართული ოცნების წევრი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი გადადგებოდა:
"პრეზიდენტი მარგველაშვილი უკვე ვიხილეთ, როგორ იშვერს სხვისკენ ხელებს. ერთხელ ეკა ბესელიასკენ გაიშვირა, ახლა ოჯახის წევრებზე იშვერს. ოღონდ პასუხისმგებლობა არ აიღოს ამ ადამიანმა თავის თავზე და რა ვიცი, შეიძლება კენედის მკვლელობაც სხვას დააბრალოს. ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ქორიძე გარეთ, ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ვიხილეთ ბაქრაძე შეწყალებული და ამორალურია, როდესაც სასჯელაღსრულების სტატისტიკას გაეცნობით, რამდენმა მისმა შეწყალებულმა ჩაიდინა ისევ დანაშაული".
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი იმაზე მიუთითებს, რომ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია:
"ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს, ეს კონკრეტულ მსხვერპლსა და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი, რუსთავი 2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს დღეს არანაირი ქმედითი პოლიტიკა, რომ დაუპირისპირდეს ძალადობას:
"[სახელმწიფო] ვერ ახერხებს პოტენციური მოძალადეების მხრიდან დანაშაულის დროულად აღკვეთას".
ძალადობის საქმეებზე შეწყალების განხილვისას, რუსთავი 2-თან საუბრისას, პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე:
"თითების გაშვერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისკენ საქმეს ვერ შეცვლის, ვინაიდან ზიანდება საზოგადოების ინტერესი".
სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის შეწყალების კომისიაში და ე.წ. უდოს კომისიაში იგზავნება იდენტური ტიპის დახასიათებები. მისივე თქმით, მათ ექვსჯერ უთხრეს მსჯავრდებულს გათავისუფლებაზე უარი:
"რაიმე ტიპის დადებით ან უარყოფით ტიპის დახასიათებაზე საუბარი, ჩემი აზრით, არასწორია, ვინაიდან მითითება ან მინიშნება იმაზეც კი, რომ დაწესებულება უწევდა რეკომენდაციას შეწყალებასთან დაკავშირებით ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვერ დავადასტურებ. დანაშაულის ხასიათი, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი და სხვა დანაშაული, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი, ასევე დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა. კი გასაგებია, რომ ის დასჯილი არ იყო, მაგრამ არც წახალისება არ ყოფილა, ასევე, დაზარალებულთან დამოკიდებულება. ამაზე დაყრდნობით მივიჩნიეთ, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი".
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისია ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე შეწყალების აქტების გამოცემას წყვეტს, მანამ სანამ კონსულტაციებს არ გაივლიან შეწყალების პროცესის "ყველა აქტორთან".
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე
13 აპრილს ყოფილმა მამინაცვლმა, ვეფხვია ბაქრაძემ 25 წლის ქალი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ბაქრაძე 2015 წლიდან, ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს. ის 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. მანამდე, ე.წ. უდოს კომისიამ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებზე ბაქრაძე ექვსჯერვე უთხრა უარი.
ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობამდე გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა და დედასთან ერთად, სავარაუდო დამნაშავისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები