ფიქრობთ, რომ ყველაფერი ნანახი გაქვთ და თქვენი გაკვირვება შეუძლებელია? ძალიან ცდებით, რადგან ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული.

მაშინ, როდესაც საქმე ოკეანესა და მის სიღრმეში მცხოვრებ არსებებს ეხება, მეცნიერებსა თუ უბრალო მოკვდავებს განსაკუთრებით ბევრი კითხვა გვიჩნდება და პასუხების მიღებასაც დიდი მონდომებით ვცდილობთ.

თუ სუსტი გული არ გაქვთ და კოშმარებიც იშვიათად გესიზმრებათ, ნახეთ წყალქვეშ მცხოვრები 10 არსება, რომელიც შემზარავად გამოიყურება.

1. ნაკეცებიანი ზვიგენი

ფოტო: Via commons.wikimedia

ეს ატლანტიკური და წყნარი ოკეანის იშვიათი სახეობის ზვიგენია, რომელიც 120 მეტრიდან 1580 მეტრ სიღრმეზე ბინადრობს და 30 მწკრივად, ჯამში 300-მდე კბილი აქვს.

2. იაპონური ობობა-კიბორჩხალა

ფოტო: Pr2is / Getty Images

იაპონური ობობა-კიბორჩხალა, იგივე გიგანტური კიბორჩხალა უხერხემლოთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი ზომა ხშირად 4 მეტრსაც კი აჭარბებს.

3. ღრმა წყლის დრაკონი

ფოტო: youtube

ეს თევზი ატლანტიკის ოკეანეში, 5 ათას მეტრ სიღრმეზე ბინადრობს და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელია, რომელსაც მსხვერპლის ყურადღების მიქცევასა და შემდეგ დაჭერაში, მისივე მანათობელი კბილები ეხმარება.

4. ვამპირი კალმარი

ფოტო: youtube

ამ კალმარს ასეთი შემაძრწუნებელი სახელი მხოლოდ მისი სისხლის ფერის გამო არ ჰქვია. თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით, რომ მისი საცეცები ერთმანეთთან მოსასხამის მაგვარი ქსოვილითაა დაკავშირებული.

5. გიგანტური კალმარი

ფოტო: NTNU Vitenskapsmuseet

ეს არის იშვიათი სახეობის კალმარი, რომელიც ღრმა წყალში ბინადრობს და განსაკუთრებულად დიდი ზომით გამოირჩევა, მისი სიგრძე 14 მეტრს აღწევს.

6. გობლინი ზვიგენი

ფოტო: Via reddit

ამ ზვიგენს განსაკუთრებულობა მის ყბაში და კბილების ძალიან უცნაურ განლაგებაშია. მარტივად რომ ვთქვათ, ის დაბადებულია იმისთვის, რომ სხვა არსებები გაანადგუროს.

7. კლანჭებიანი კიბორჩხალა

ფოტო: Creative Commons / Via en.wikipedia

მართალია, კლანჭებიანი კიბორჩხალა ძალიან პატარა ზომის არის, მაგრამ, როგორც ხედავთ, სტანდარტული მარწუხების ნაცვლად, მას განსაკუთრებულად საშიში იარაღი აქვს.

8. მგელთევზა

ფოტო: Flickr: Kamil Porembiński

ეს თევზი თავისი განსაკუთრებულად დიდი კბილებით გამოირჩევა და ნებისმიერ საშინელებათა ფილმს ნამდვილად დაამშვენებდა.

9. ეშვებიანი თევზი

ფოტო: Sandra Raredon

თევზი რომელსაც განსაკუთრებულად დიდი ეშვები აქვს, 5 ათასი მეტრის სიღრმეზე ბინადრობს და ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა, რომელიც ადამიანს აღმოუჩენია.

10. მოთევზავე

ფოტო: Masaki Miya et al

ეს თევზიც განსაკუთრებულად ღრმა წყალში ბინადრობს და მსხვერპლს არც მეტი არც ნაკლები, თავზე მიმაგრებული მანათობელი ანკესით იტყუებს.