ფორმულა კრეატივის სერიალის, ჩემი ცოლის დაქალების მე-12 სეზონის ბოლო სერია ამაღელვებელი, განსხვავებული და დასამახსოვრებელი გამოდგა. სწორედ ამიტომ, მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ახალი სეზონის დაწყებას და ეს დღეც მოახლოვდა. სერიალის მე-13 სეზონის პირველი სერია ეთერში პარასკევს, 20 აპრილს გავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" ტრადიციულ დღეებს დაუბრუნდება. ახალი სერიების ნახვას სერიალის მაყურებლები პარასკევს, შაბათს და კვირას ერთსა და იმავე დროს, 23:00-ზე შეძლებენ.

როგორც ახალი სეზონის თიზერებიდან ჩანს, ყველა მნიშვნელოვანი პერსონაჟი ადგილზეა და სიუჟეტიც იქიდან გაგრძელდება, სადაც შევჩერდით. სერიალის პროდიუსერებისგან შევიტყვეთ, რომ ჩცდ-ს ახალ სეზონში ახალი პერსონაჟებიც ემატებიან.

"ახალი სეზონიც, წინების მსგავსად, საინტერესო იქნება. გვეყოლება ახალი პერსონაჟებიც და რა თქმა უნდა ძველი, ყველასათვის საყვარელი სახეები. იქნება იმ თემების გაგრძელებაც, რაც წინა სეზონში ვნახეთ", - ამბობს სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე.