ოსკაროსანი ჯოდი ფოსტერი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება, ის დრიუ პირსის ფილმში, Hotel Artemis, ექთნის როლს შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი მომავალში ვითარდება, სადაც მთავარ პერსონაჟს მკვლელობებთან და დანაშაულთან მოუწევს ბრძოლა.

"ჯოდი ფოსტერი ექსტრაორდინალურად მაგარია, ის უდიდესი ტალანტით გამოირჩევა, რაც ფილმისთვის ძალიან კარგია. მიხარია, რომ მან კინოში დაბრუნება ამ ფილმით გადაწყვიტა", ამბობს სტეფენ კორნველი, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი.

Hotel Artemis-ში ფოსტერთან ერთად ვიხილავთ სტერლინგ ბრაუნს და ზაქარი კუინტოს.

კინოსურათი ეკრანზე 2018 წლის 20 ივლისს გამოვა.