ნეიონაცისტური დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია Netgazet-მა გაავრცელა.

როგორც On.ge-ს ბრეგაძემ უთხრა, მას საპრეზიდენტო კანდიდატურა 5-მა ორგანიზაციამ შესთავაზა. მისივე თქმით, ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგიის მქონე პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

ბრეგაძე ამბობს, რომ ის იქნება არა ამერიკისა და რუსეთის, არამედ ქართველი ხალხის კანდიდატი.

ქართული მარში ნეონაცისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური იდეოლოგიის დაჯგუფებაა, რომელიც შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით და აგრესიით გამოირჩევა. ქართულმა მარშმა აქციებზე არაერთხელ დაწვა ლგბტ დროშა და ჯორ სოროსის ფიტული. მათ ცოცხალი ქათმები ესროლეს რუსთავი 2-ის შენობას და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

ქართულმა მარშმა სახალხო პატრულიც შექმნა, რომელიც დისკრიმინაციული მოტივებით, აღმაშენებლის გამზირზე, მიგრანტებს ადევნებდა თვალს. ქართული მარში მოითხოვს მართლმადიდებლური რელიგიის პატივისცემას და ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვას.

გაიგეთ მეტი: ჰომოსექსუალობის აკრძალვა და სხვა დისკრიმინაციული დაპირებები სანდრო ბრეგაძისგან