ლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა აღნიშნა, რომ მისთვის გუნდური ტიტულები უფრო ღირებულია, ვიდრე ინდივიდუალური.

"საბოლოო ჯამში, ის მახარებს, რომ გუნდს ვეხმარები. არჩევანი რომ მქონოდა ჩემპიონთა ლიგასა და ოქროს ბუცს შორის, ულაპარაკოდ ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი".

"ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველასთვის უდიდესი მოვლენაა. დანარჩენი არაფერი მაინტერესებს", - განაცხადა სალაჰმა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰს 30 გოლი აქვს გატანილი და ჰარი კეინს 5 გოლით, სერხიო აგუეროს კი 9 გოლით უსწრებს.