17 აპრილს, 19:00 საათზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკში პროექტ Startup Beats-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემა სტარტაპის დაწყება და მისი განვითარების მეთოდები იქნება.

შეხვედრაზე მომხსენებელი სტარტაპერი, GenesisAI-სა და Palatine Analytics-ის დამფუძნებელი, არჩილ ჭეიშვილი იქნება. სტუმარი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს ხელოვნურ ინტელექტსა და სტარტაპის განვითარების ეტაპებზე.

არჩილ ჭეიშვილს განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. ის ეკონომიკის მიმართულებით სწავლობდა.

Startup Beats ინოვაციების სააგენტოს პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა და გამოცდილმა ადამიანებმა გაუზიარონ. პროექტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე დასწრება, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.