კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა ორგანიზებას უწევს საერთაშორისო პერფორმანსების ჩვენებებსა და ვორქშოფებს. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია. შერჩეული კანდიდატებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაესწრება კირკეს მიერ ორგანიზებულ ყველა ვორქშოფსა და პერფორმანსს.

ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:

ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული პერფორმერებისთვის და არტისტებისთვის. ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ მოკლე ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ (სამოტივაციო წერილი, CV და ვიდეომასალა) მისამართზე: [email protected]

ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 15
სამუშაო ენა: ინგლისური

ინფორმაცია პირველ ვორქშოფზე:

Luke Baio & Dominik Grünbühel-ის ვორქშოფი.
თარიღი: 13 მაისი
დრო: 17:00
ხანგძლივობა: 3 საათი
ადგილი: კლუბი KHIDI

ვორქშოფი მოიცავს სხეულის მანიპულირების შესწავლას ვიდეოტექნიკის მეშვეობით.

Luke Baio - დაამთავრა Northern School of Contemporary Dance და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლა. 2001-2006 წლებში იყო Richard Alston Dance Company-ს წევრი. 2007 წელს გადავიდა ვენაში, Dominik Grünbühel-თან სამუშაოდ. 2007 წლიდან არის Liquid Loft/Chris Harring-ის წევრი. Luke Baio-ს სცენოგრაფიას იყენებენ Alexander Gottfarb, Radek Hewelt, Bankett, Charlotta Ruth & Clélia Colonna.

Dominik Grünbühel ეუფლებოდა თანამედროვე ცეკვებს ვენასა და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში – The Place. 2016 წელს ასევე დაამთავრა ციფრული ხელოვნების ფაკულტეტი. ბოლო წლებში დაკავებულია ქორეოგრაფიითა და ვიდეო პროექციების ფროდაქშენით. Dominik Grünbühel-ს ნამუშევარი აქვს შემდეგ დასებთან: Charlotta Ruth, Michael Bruckner, Bankett, Konic Thtr (Barcelona) and Rupert Huber, Judith Unterpertinger & Katherina Weinhuber.

კირკეს მიზანია თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში. პროექტი ქართველ საზოგადოებას გააცნობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს.