ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

On.ge-ს შსს-ში უდასტურებენ, რომ მათი თანამშრომელი ოჯახში ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. საქმეს, ძალადობის მუხლით, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურა იძიებს.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, პოლიციელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძმასთან ერთად დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ორივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სამართალდამცავს ბრალი არასრუწლოვნის თანდასწრებით ცოლის ცემის, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება.

შემთხვევა ცხრა აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდათ.