ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, მისი პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ცილისმწამებელია. ამის შესახებ კილაძემ იმედთან ისაუბრა.

გედევან ფოფხაძემ იმედი კვირასთან განაცხადა, რომ მივლინების დროს სოფო კილაძემ მისი ფაქსიმილე უნებართვოდ გამოიყენა. კილაძის თქმით, ის ფაქსიმილეს ვერ გააყალბებდა, რადგან იმ დროს ქვეყანაში არ იყო.

"გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ", - ამბობს კილაძე.

ქართული ოცნების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს მეურვედ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა.