მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სექტემბერშივე იცოდა გუნდის ჩემპიონობის შესახებ.

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში სიტიმ ტოტენჰემი დაამარცხა, იუნაიტედი კი ვესტ ბრომვიჩთან დამარცხდა და სიტიმ 5 ტურით ადრე იზეიმა პირველობა.

"ვფიქრობ, სტემფორდ ბრიდჯზე ჩელსის დამარცხებამ (0:1) ის თავდაჯერებულობა მოგვცა, რაც ჩემპიონობისთვისაა საჭირო. წინა სეზონში ყოფილი ჩემპიონის და პრეტენდენტების მიმართ, კარგად ვერ გამოვიყურებოდით".

"სტემფორდ ბრიდჯზე მოქმედ ჩემპიონებთან მოგებამ ის შეგრძნება მოგვანიჭა, რომ ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია", - აღნიშნა გვარდიოლამ.