2018 წლის ოქტომბერში ეკრანზე ფილმის გოგონა დრაკონის ტატუთი ახალი ნაწილი გამოვა, რომელსაც Sony Pictures გადაიღებს.

ფილმს გოგონა ობობას ქსელში ჰქვია და მას მილენიუმის მეოთხე წიგნის მიხედვით გადაიღებენ.

ახალ ნამუშევარში მონაწილეობას არ მიიღებენ წინა ფილმის მთავარი ვარსკვლავები: დენიელ კრეიგი და რუნი მარა.

სამაგიეროდ ვიხილავთ სერიალ The Crown-ის ვარსკვლავ კლერ ფოის და შვედ მსახიობ ვერირ გუდნასონს, რომელიც ახალ ფილმში ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტს განასახიერებს.

ახალი ნაწილის სიუჟეტის მიხედვით კი მთავარი გმირები კორუმპირებულ პოლიტიკოსთა ჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ სტიგ ლარსონმა სიცოცხლის განმავლობაში წიგნის სამი ნაწილი გამოსცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეოთხე ნაწილის დასრულება ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგენკრანცემმა გადაწყვიტა. სწორედ დევიდის წიგნის მიხედვით გადაიღებემ ახალ ფილმს.