თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე 11 სახანძრო მანქანა მუშაობს. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

უწყების წინასწარი მონაცემებით დამწვარია 400-600 მ2 ფართი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფესბუქის გვერდზე, შემთხვევის ადგილიდან ხანძრის ქრობის პროცესის კადრებს ავრცელებს: