მეტროს მემანქანეთა ნაწილი უგულებელყოფის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრება
თბილისის მეტროს თანამშრომელთა ნაწილი, დამსაქმებლისგან უგულებელყოფის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრება. განცხადებაში, რომელსაც სოლიდარობის ქსელი და ალტერნატიული პროფკავშირი ერთობა 2013 ავრცელებენ, ნათქვამია, რომ წინასაგაფიცვო პერიოდის გასვლამდე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა, მათი მოთხოვნა კი იგივეა: ხელფასების 45-პროცენტიანი ზრდა.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კომპანია დასაქმებულთა დისკრედიტაციის მიზნით შიდა კამერებს იყენებს და რეორგანიზაციას აცხადებს. მათივე ინფორმაციით, წინასაგაფიცვო პერიოდში, კომპანია მეტროში უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიზნით დაყენებულ კამერებს დასაქმებულთა კონტროლისა და შრომის დისციპლინური დარღვევების აღმოჩენისთვის იყენებს:
"ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს მიერ გამოცემულ ბრძანებულებას სამუშაო ადგილზე კამერების გამოყენებასთან დაკავშირებით".
პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. წინასაგაფიცვო პერიოდში მთავარი მოთხოვნა მაშინაც ხელფასების ზრდა იყო.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ერთობა 2013-ის წევრები აცხადებენ, რომ 2016 წელს კომპანია მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა, მათ კი კეთილი ნება გამოიჩინეს და გაფიცვით არ გააჩერეს ქალაქი:
"მედიატორი ჩართულია, თუმცა სიტუაცია მწვავეა, იმდენად რამდენადაც მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ. 2018 წელსაც კომპანია თვიდან-თვემდე წელავს გადაწყვეტილების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასების ზრდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაფიცვა გარდაუვალია".
გაფიცვის მცდელობა 2016 წელს
2016 წლის პირველ მარტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დასაქმებულ მეტროს მემანქანეთა პროფესიულმა კავშირმა ერთობა 2013, წერილობით მიმართა კომპანიას და შრომის პირობების გაუმჯობესება, მათ შორის, საათობრივი სატარიფო განაკვეთის მატება მოითხოვა.
დასაქმებულთა მხრიდან შრომითი დავა წარიმართა. პროცესში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. პროფესიულმა კავშირმა გაფიცვა გადაწყვიტა. მათ 2016 წლის 8 აპრილიდან გაფიცვის დაწყების თაობაზე, წერილობით აცნობა შესაბამის მხარეებს. საპასუხოდ, 2016 წლის 5 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გაფიცვის დაწყების 30 დღით გადადება, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხის შექმნის გამო.
სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით დასაქმებულებს შეეზღუდათ გაფიცვის გამოყენების უფლება 30 დღის ვადით.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები