ინგლისის პრემიერ ლიგის 2017-18 წლის სეზონის გამარჯვებული ოფიციალურად მანჩესტერ სიტი გახდა. გუნდმა პრემიერ ლიგის ტიტული სეზონის დასრულებამდე 5 თამაშით ადრე გაინაღდა, რაშიც მანჩესტერ იუნაიტედის დღევანდელი მარცხი დაეხმარა. მანჩესტერ იუნიატედმა საკუთარ მოედანზე ვესტ ბრომვიჩთან წააგო, ანგარიშით 0-1.

პეპ გუარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა ხუთი ტურით ადრე გაინაღდა. ამ დროისთვის, მანჩესტერ სიტის 84 ქულა აქვს დაგროვებული და მას ვეღარავინ დაეწევა. მანჩესტერელებს ჩემპიონობის მოპოვება წინა ტურში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩშიც შეეძლოთ. პირველი ტაიმის შემდეგ, გუარდიოლას გუნდი მეტოქეს ორი ბურთის სხვაობით უგებდა, თუმცა იუნაიტედმა მეორე ტაიმში მატჩის შემოტრიალება მოახერხა და თანაქალაქელებს 2-3 სძლია.

მანჩესტერ სიტი 33-ე ტურში ტოტენჰემს ეწვია და მასპინძლებს 1:3 მოუგო. იმ შემთხვევაში თუ დღეს მანჩესტერ იუნაიტედი ვესტ ბტომვიჩს დაამარცხებდა, სიტის კიდევ ერთი მოგება დასჭირდებოდა ჩემპიონობისთვის, თუმცა იუნაიტედმა მათ საფეხბურთო მტრებს საქმე გაუმარტივა და ვესტ ბრომვიჩთან 0:1 დამარცხდა. იუნაიტედის კარში ერთადერთი გოლი ჯეი როდრიგესმა გაიტანა.

მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მათ საჩემპიონო მედლები და თასი შემდეგ თამაშში გადაეცემათ, რომელსაც სიტი საკუთარ მოედანზე, სუონსის წინააღმდეგ გამართავს.