აშშ მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება
12 აპრილს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვაჭრობის, განათლებისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდის გზით.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, აშშ-ს წარმომადგენელმა დაგმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ცხედრის გადაცემის პროცესის გაჭიანურება. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო მექანიზმების შექმნის დაუყოვნებლივ აუცილებლობას, ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
"თითქმის 10 წლის განმავლობაში, რუსეთი ცდილობს შექმნას ალტერნატიული რეალობა. მაშინ, როცა საქართველო ეძებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის შესაძლებლობას, რუსეთი მიმართავს ორ ფიქტიურ "ქვეყანასთან" ურთიერთობის ხრიკს, რათა განახორციელოს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლი და ოკუპაცია", - განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა.
აშშ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ერთგული რჩება და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფორმატი შეძლებს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისევე, როგორც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფას.
ამავე დროს, აშშ-ს წარმომადგენელმა გამოთქვა წუხილი, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს ბოლო რაუნდზე კვლავ არ მიეცათ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვის საშუალება, რუსეთის მიერ მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომის დატოვების გამო.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-მ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური კორპუსისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ფართო წვდომის შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს წვდომის და საქართველოში ეუთოს მისიის მნიშვნელობა, რითაც ეუთო შეძლებს საქართველოს მშვიდობის მშენებლობის ფართო ძალისხმევისთვის ხელშეწყობას.
"აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.
.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები