კახა ბექაური: ინტერპრეტაციები, რომელიც NTV Plus-ის თემას მოყვა, რეალობის დამახინჯება იყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ფიქრობს, რომ ინტერპრეტაციები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიის, NTV Plus-ის ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლას მოყვა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო. ამის შესახებ კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა კვირის ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, NTV Plus ისე, როგორც არის წარმოდგენილი, რუსული პროპაგანდისტული არხების გამავრცელებელია და მათ პაკეტში, რა თქმა უნდა, რუსული საინფორმაციო არხები არსებობს, მაგრამ ეს ქართული ბაზრისთვის სიახლე არ არის.
"NTV Plus რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს ავრცელებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ საქართველოში არსებული ყველა საკაბელო ოპერატორი ყოველთვის ავრცელებდა არხებს, რომლებსაც რუსულ პროპაგანდისტულ არხებად მოვიხსენიებთ. NTV Plus–ის პაკეტში შემავალი რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობა საქართველოში არასდროს შეწყვეტილა და დღეს ამ არხებს საკაბელო არხების 650 000 აბონენტი უყურებს", - განაცხადა ბექაურმა.
ბექაურის თქმით, NTV Plus თავად არცერთი რუსული საინფორმაციო არხის მწარმოებელი არ არის.
"ეს არის კომპანია, რომელსაც თვითონ მხოლოდ სპორტული და გასართობი კონტენტი აქვს. საერთო მაუწყებელი NTV, NTV Plus-ის ნაწილი არ არის. NTV Plus ცალკე სატელიტური პლატფორმაა, რომელიც სატელიტური სერვისის მიმწოდებელია. ის მაუწყებლობის თანამგზავრულ ტრანზიტს ახორციელებს, რომელიც მხოლოდ რუსეთში არ არის, არის უკრაინაში, ყაზახეთში და ბევრგან. NTV Plus-ის პაკეტში 290-ზე მეტი არხია, მათ შორის უცხოური არხები - BBC, CNN და სხვა", - განაცხადა კახა ბექაურმა.
უმსხვილეს რუსულ სახელმწიფო მედიაჰოლდინგს, გაზპრომ-მედიასშვილობილი კომპანია NTV-PLUS, რომელიც შემოდის საქართველოში არხების მხოლოდ თანამგზავრით რეტრანსილირების უფლება აქვს. ნტვ-პლუსმა საქართველოში რეგისტრაცია 2016 წლის 12 სექტემბერს გაიარა და ავტორიზაცია მიიღო. გაზპრომ-მედიას ადგილობრივი პარტნიორი კომპანია მედია ჯგუფი იქნება.
გაზპრომ-მედიას ადგილობრივი პარტნიორი კომპანია მედია ჯგუფი იქნება. სწორედ ეს კომპანია იქნება დაკავებული პროდუქციის მარკეტინგული, ტექნიკური მხარდაჭერით. კომპანიის 50-პროცენტიან წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.
NTV-PLUS-ის შემოსვლასთან დაკავშირებით მანიფესტი შეიქმნა, რომლითაც ხელმომწერები მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას NTV-PLUS-ისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
- ადა მარშანია: იმედია, NTV Plus-ის შემოსვლა რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს
- კომუნიკაციების კომისიამ არ იცის მაუწყებლობს თუ არა NTV-PLUS საქართველოში
- მედია ჯგუფი NTV-PLUS-ზე: მიუღებლად მიგვაჩნია ამ თემების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა
- "რუსული იარაღი" - არასამთავრობოები НТВ-плюс-ის საქართველოში შემოსვლას აფასებენ
- საქართველო მხოლოდ ბიზნესი არაა - НТВ-плюс საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის
- NTV-PLUS-ს საქართველოში არხების თანამგზავრით გავრცელების უფლება აქვს
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები