2015-2017 წლეში ოჯახში ძალადობის შედეგად 40 ქალი მოკლეს. ინფორმაციას სტუდია მონიტორი სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლამდე ასაკის ქალს ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ქალის სავარაუდო მკვლელად მამინაცვალი მოიაზრება, რომელსაც შემთხვევამდე 2 სააათით ადრე გარდაცვლილის დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.