განახლება: ქალი, რომელსაც ვაკეში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

თბილისში, ვაკეში, მრგვალ ბაღთან ქალს ყელი გამოჭრეს. ამის შესახებ On.ge-ს ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა და შეკრებილმა მოქალაქეებმა უთხრეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი ორ შვილთან ერთად იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. ადგილზე მისულია საპატრულო პოლიცია და შეკრებილია ხალხი.