ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა.

კენჭისყრის მიხედვით, მერსესაიდელები რომაელებს შეხვდებიან, ბაიერნი კი რეალს დაუპირისპირდება. ჟურნალისტმა კლოპს ჰკითხა, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, ვინ იქნებოდა მეტოქე:

"ვიცოდი, რომ ამ შეკითხვას დამისვამდით და ვცდილობდი გამერკვია, თუ რას ვგრძნობდი კენჭისყრის დასრულებისას, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. იმას ნამდვილად არ ვფიქრობდი, მადლობა ღმერთს, რომ ბაიერნი და რეალი არ შეგვხდა-მეთქი".

"ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, შანსი ყველასთან გვექნებოდა. ეს ხომ ფეხბურთია", - აღნინშა კლოპმა.

მისი თქმით, ვინც თვლის, რომ რომა ადვილი მეტოქეა, მან რომასა და ბარსელონას შეხვედრა უნდა ნახოს:

"თუ ვინმე თვლის, რომ ადვილი მეტოქე შეგვხვდა, არც კი ვიცი, როგორ დავეხმარო ასეთ ადამიანს, რადგან მას რომასა და ბარსელონას დაპირისპირება არ უნახავს".