რუსული მხარე მოითხოვს, რომ მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთი თანამშრომლი საქართველომ გაიწვიოს.

უწყების განმარტებით, რუსეთის ქმედება არის პასუხი საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყების ნოტა შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. დიპლომატის გაძევენა ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლას უკავშირდება.

ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ამ დროისთვის იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სერგეი სკრიპალი კი გონს რამდენიმე დღის წინ მოვიდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ 4 მარტს მოწამლული სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის საქმეში რუსეთი დაადანაშაულა.

განცხადებიდან მალევე მეიმ თქვა, რომ ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. ბრიტანეთის გადაწყვეტილებას შეუერთდა აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა.

ამ დროისთვის, სხვადასხვა ქვეყნებიდან გაძევებული რუსი დიპლომატების რიცხვი 150 ადამიანს გაუტოლდა. რუსეთმა ბრალდებები უარყო და საპასუხოდ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების გაძევება დაიწყო.

სკრიპალის საქმე დეტალურად გაიგეთ აქ.