თუ ოდესმე ცომით გითამაშიათ და მისგან პატარ-პატარა საყვარელი ფიგურები გაგიკეთებიათ, პიქსარის ახალი ანიმაცია სწორედ თქვენთვის არის.

მოკლემეტრაჟიანი მულტფილმის პირველი ტიზერი კინოსტუდიამ ახლახან გაავრცელა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულები უკვე დაიპყრო.

ამ უსაყვარლესი ცომის გუნდას, რომელიც ხელის გულზე ეტევა, მოგინდებათ, რომ დაუსრულებლად უყუროთ.

7-წუთიან ანიმაციასა და მის მთავარ პერსონაჟს ბაო ჰქვია. ისტორიის ეპიცენტრში ჩინელ-კანადელი ქალია, რომელსაც დეპრესია აქვს და ცდილობს, რამენაირად ცხოვრების აზრი დაიბრუნოს. სწორედ ამ დროს მისივე გაკეთებული ცომის ერთ-ერთი გუნდა გაცოცხლდება და მის საუკეთესო მეგობრად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ ბაო პიქსარის ისტორიაში პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომლის რეჟისორიც ქალია.

დომი ში, რომელმაც ეს პერსონაჟი შექმნა, ამბობს, რომ თავისი ბავშვობის მოგონებები გააცოცხლა, როდესაც ჩინეთიდან ახლადჩამოსული დეპრესიაში იყო და ცომის გუნდებს ეთამაშებოდა.

პიქსარის ახალი შორტი 15 ივნისს, Incredibles 2-თან ერთად გამოვა.