ნებისმიერ სივრცეში სადაც საზოგადოება იკრიბება, დაწერილ და ყველასათვის ნაცნობ კანონებთან ერთად, დაუწერელი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წესებიც არსებობს.

რას ვგულისხმობთ? წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ოფისში ზიხართ და გამალებული სამუშაო პროცესის პარალელურად, თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, პირობითად ბექა, ცხელ შოთის პურსა და სუნიან გუდის ყველს გემრიელად შეექცევა.

გემრიელი კერძები ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ არსებობს ისეთი საკვები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გემრიელია, სხვების დისკომფორტის მიზეზი შეიძლება გახდეს. აი ისინიც:

1. სალათი ბევრი ხახვით

ფოტო: Afghan Kitchen Recipes

კევი გიშველის, კი როგორ არა.

2. ფხალეული ბევრი ნივრით და ნიგვზით

ფოტო: Kulinaria

ოფისში ნივრიანი საჭმლის ჭამა თქვენს ეგოიზმზე მეტყველებს.

3. მჟავე კომბოსტო

ფოტო: კულინარიული რეცეპტები

და თანამშრომლების ამჟავებული სახეები.

4. მოხარშული კვერცხი

ფოტო: Martha Stewart

სცადეთ ყიყლიყოს წაღება, ბევრად უფრო მეგობრული გამოჩნდებით.

5. დამბალ ხაჭო

ფოტო: ახალი ამბების სააგენტო

დამბალ ხაჭო უკვე კულტურულ ძეგლად ითვლება, მაგრამ ოფისში მისი მომზადება თითქმის შეუძლებელია და თან სამუდამოდ დაგაკარგვინებთ თანამშრომლების კეთილგანწყობას.

6. თევზი

ფოტო: First We Feast

თუ გინდათ, რომ ხელფასი გაგინახევრონ, ასე გააგრძელეთ.

7. ცხვრის ხორცი

ფოტო: Trend

ეს უკვე დანაშაულის ტოლფასია.

თუ არ გინდათ, რომ თქვენი ზედმეტსახელი მწვანე ხახვს ან მოხარშულ კვერცხს უკავშირდებოდეს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და ზემოთ ჩამოთვლილი საჭმელი ოფისში აღარასდროს მიირთვათ.