დისნეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი პრინცესა ჰყავს. 1998 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის ახალ ვერსიაში, მულანის როლს ჩინელი მსახიობი ლუ იუფეი შეასრულებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ანიმაციის ეკრანიზაციაში იმპერატორის როლს ჩინელი მსახიობი ჯეტ ლი შეასრულებს.

თუმცა ეს ყველფერი არ არის, როგორც ცნობილი გახდა ფილმის მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ახალ ვერსიაში ქალი იქნება და მის როლს გონგ ლი მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მთავარი უარყოფითი პერსონაჟი კაცი იყო.

მულანი დისნეის 1998 წელს გამოშვებული ანიმაციური ფილმია, რომელმაც კომპანიას $300 მილიონზე მეტი მოგება მოუტანა.

ანიმაციური ფილმი ეფუძნება ჰუა მულანის ჩინურ ლეგენდას, რომელიც ხალხური პოემის გმირი იყო.

ფილმის პრეიერა 2019 წლის ზამთარშია დაგეგმილი.