რამდენჯერ აღმოგიჩენიათ, რომ ისეთ იდიომებს, როგორებიცაა "თვალის გადავლება", "საერთო ენის მონახვა", "ბედში ჩავარდა", "თავის შენახვა" და ა.შ. პირდაპირ გაგების შემთხვევაში, სულ არ ექნებათ ის მნიშვნელობა, რაც მასში გაერთიანებულ სიტყვებს აქვთ?

კოტე იანტბელიძემ სცადა, ენაში უკვე დამკვიდრებული ფრაზებისთვის ახლებურად შეეხედა და ეს საინტერესო ილუსტრაციები შექმნა.

დაინახე ქართული - ასე ჰქვია ალბომს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. სურათები მასწავლებლებსაც გამოადგებათ ბავშვებისთვის იდიომების არსის ასახსნელად.