დაახლოებით ერთ თვეში, 2018 წლის 14 მაისიდან ფინანსური ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან სასესხო და სადეპოზიტო შეთავაზებისას შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ მიუთითონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო.

ვალდებულება ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციურ შეთავაზებაზე, როგორიცაა ინტერნეტ-ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ. ამ დრომდე მოქმედი რეგულაციებით, მსგავსი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს არ ჰქონდათ.

მაგალითად, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.