ბათუმი რიგით მე-13 კონფერენციას მასპინძლობს - "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება."

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი:

"დარწმუნებული ვარ, სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად რჩება. საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, რომელსაც მას სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა აკისრებდა. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა".

ევროკომისარი "თითქმის დარწმუნებულია", რომ საქართველოს მოქალაქეები ოქტომბერში შეძლებენ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.