ცოტა ხნის წინ, BBC-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ინდოელი მამაკაცები ძალიან უჩვეულო პრობლემების შესახებ გვესაუბრებიან.

საქმე ის არის, რომ ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონში, ბიჰარში, ყოველწლიურად ათასობით სასიძოს დაქორწინების მიზნით იტაცებენ.

დოკუმენტური ფილმის გმირები ასევე ყვებიან, რომ ისინი სრულწლოვანებიც არ იყვნენ, როდესაც გაიტაცეს და გოგოსთან, რომელიც არასდროს უნახავთ ცხოვრება აიძულეს.

იძულებით დაქორწინებულ ბიჭებს კი რომლებიც სახლიდან გაქცევას შეეცდებიან, ცოლის ოჯახი მოძებნითა და მოკვლით ემუქრება.