ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეში ოსკაროსანი მსახიობი 30-ზე მეტმა კაცმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ კევინ სპეისის წინააღმდეგ პოლიციას აქვს მტკიცებულება 1992 წელს ჰოლივუდში მომხდარ შემთხვევაზე.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის შერიფის განცხადებით, სპეისის საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, რაიონულ პროკურორს კი საქმე 2018 წლის აპრილის დასაწყისში გაეგზავნა.

მას შემდეგ რაც კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა სპეისის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ის გაათავისუფლეს Netflix-ის სერიალიდან House of Cards, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. ამავდროულად საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ გააუქმა დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ.

გარდა ამისა რიდლის სკოტის ახალი ფილმიდან All the Money in the World, კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენა ამოჭრეს.

ამერიკის ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ, CAA კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. მსახიობთან თანამშრომლობაზე უარი თქვა მისმა აგენტმაც. კევინ სპეისი მოხსნეს ონლაინ სასწავლო პროგრამების კურსიდან, MasterClass, სადაც მსახიობი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.

გაიგეთ მეტი: