მოსკოვის საფონდო ბირჟაზე 11 მარტს, სავაჭრო დღის ბოლოს რუბლის კურსი ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა. რუბლი გაუფასურდა ევროსთან და ამერიკულ დოლართან.

პირველად, 2016 წლის მარტის შემდეგ, ერთი ევროს ღირებულებამ 80 რუბლს გადააჭარბა, ერთი დოლარის ღირებულება კი - 65 რუბლი გახდა.

რუსული ვალუტის კურსის შემცირება აშშ-ს მიერ 6 აპრილს, რუსული ბიზნესის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემდეგ დაიწყო. აშშ-მ სანქციები დაუწესა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ 38 რუს ოლიგარქს. სანქციებმა შეამცირა მოსკოვის საფონდო ბირჟის ჯამური მოცულობა, ასევე, მნიშვნელოვნად დაიკლო რუსული კომპანიის აქციების ღირებულება. ამ მიზეზითვე რუსეთის 50 ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ ჯამურად $12 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელვირა ნაბიულინად განცხადებით, რუსეთის ეკონომიკას და რუბლს დრო დასჭირდება ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის. ექსპერტების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში რუბლი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.