Nice for What კანადელი რეპერის, დრეიკის, ახალი კლიპია, რომელშიც უამრავ ცნობილ სახეს აღმოაჩენთ. რაც მთავარია, ისინი ყველანი ქალები არიან.

შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენი ცნობილი ადამიანია ერთ კლიპში? ოლივია უაილდი, ტიფანი ჰადიში, მიშელ როდრიგესი, რაშიდა ჯონსი, ემა რობერტსი - ეს იმ შემსრულებლების სიის მცირე ნაწილია, რომლებიც მუსიკოსის ახალ კლიპში მონაწილეობენ.

როგორც ნიუ-იორკერი წერს, ამ ნაბიჯით დრეიკმა #metoo-ს და Time's Up-ის კამპანიებს გამოუცხადა მხარდაჭერა და ჰოლივუდელი ქალების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ვიდეოში დრეიკი იშვიათად ჩნდება. ერთი შეხედვით შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ვიდეო ჰოლივუდ რეპორტიორის მიერ გართობის ინდუსტრიაში მომუშავე ქალებზე მომზადებული თემის ან ტეილორ სვიფტის Bad Blood-ის კულისებს მიღმა გადაღებული სცენებია.

დრეიკი რეპავს ქალებზე, იმაზე, რომ ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და ვალდებულნი არ არიან, რომ თავის ცხოვრება კაცების სურვილების მიხედვით მართონ.