ამერიკელი მსახიობი მელისა მაკარტი არასდროს ერიდება ახალ გამოწვევებს.

მაგალითად ცოტა ხნის წინ ამერიკელების საყვარელი კომედიანტი დათანხმდა კარიერის განმავლობაში, პირველად ითამაშოს დრამატულ ფილმში.

თუმცა მისი ფანების კიდევ უფრო დიდი გაკვირვება მსახიობის ფოტოებმა გამოიწვია, რომელშიც მელისას 35 კილო აქვს დაკლებული.

როგორც მსახიობი ყვება, ის არაჯანსაღ საკვებს შეეშვა და დიეტოლოგის მიერ დანიშნული სწორი კვების რეჟიმზე გადავიდა, გარდა ამისა, ხშირად დადის ფეხით და ვარჯიშობს.