როდესაც ლიონელ მესი გოლს იტანს, ქალაქი ბარსელონა, პირდაპირი მნიშვნელობით, იძვრის.

მეცნიერთა ჯგუფმა კამპ ნოუსთან ახლოს სეისმომეტრი დაამონტაჟა. ეს უკანასკნელი კი გულშემატკივართა მიერ გოლის აღვნიშვნით გამოწვეულ ვიბრაციებსაც ზომავს.

2016-17 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში, სადაც ბარსელონამ დაუჯერებელი "ქამბექით" მოახერხა პსჟ-ს დამარცხება (პსჟ-მ შინ 4:0 გაიმარჯვა, თუმცა საპასუხო მატჩში კატალონიელებმა საკუთარ კედლებში 6:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ), რხევების დინამიკა შემდეგნაირი იყო:

ფოტო: BBC

როგორც ფოტოზე ხედავთ, მე-6 გოლმა, რომელიც ბოლო წუთებში იქნა გატანილი და რომელმაც შეხვედრის ბედი განსაზღვრა, რხევის სიხშირე საგრძნობლად გაზარდა.

ერთ-ერთი მეცნიერის, ხორდი დიაზის თქმით, თავიანთი სეისმოგრაფის მეშვეობით, ისინი მესის ყოველი გოლის შესახებ იღებენ ინფორმაციას.