ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, არსებობს უმრავლესობიდან იმ "გასარიცხ დეპუტატთა" სია, ვინც უმრავლესობა გააკრიტიკა.

მისივე აზრით, სიაში არიან, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი. მისივე თქმით, სიაში, სავარაუდოდ, თვითონაც არის

"გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად გამოაშიშვლა რაღაც პრობლემები და არა მხოლოდ ის, ბორდში ვინ იქნება. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანია, ამბობდნენ ოთხი კაცი, ხუთი გავხდით, მე მგონი, მე ვარ ამ სიაში".

ქართული ოცნების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს მეურვედ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა.

პარლამენტის თავმდჯომარის განცხადებით, რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე, "გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს". ქანთარიამ განაცხადა, რომ თავმჯდომარის განცხადებები ავტორიტარიზმის ნიშნებს შეიცავს.

გაიგეთ მეტი: