იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა - ამის შესახებ კულტურის სამინისტროი წერს.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.

მცხეთის ისტორიული ძეგლები 2009 წელს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანეს. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იგი 1994 წლიდანაა შესული.