NTV-PLUS-ს საქართველოში არხების თანამგზავრით გავრცელების უფლება აქვს
უმსხვილეს რუსულ სახელმწიფო მედიაჰოლდინგს, გაზპრომ-მედიას შვილობილი კომპანია NTV-PLUS, რომელიც შემოდის საქართველოში არხების მხოლოდ თანამგზავრით რეტრანსილირების უფლება აქვს. შესაბამისი დოკუმენტი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ On.ge-ს გამოუგზავნა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ნტვ-პლუსმა საქართველოში რეგისტრაცია 2016 წლის 12 სექტემბერს გაიარა და ავტორიზაცია მიიღო. კომისიაში On.ge-ს წერილობით განუმარტეს, რომ კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელია.
კომპანიის მიზანი
კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, გამოეხმაურა НТВ-плюс-ის გენერალური დირექტორი, მიხეილ დიომინი.
"გეოგრაფიული ექსპანსია, ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებში შედის. საქართველო, თავისთავად, პერსპექტიული ბაზარია, თუმცა ჩვენ საქართველოში მაუწყებლობის დაწყებას არ განვიხილავთ მხოლოდ ბიზნეს საქმიანობად. უამრავი ასპექტით, საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ჩვენთვის სოციალურ მისიას წარმოადგენს. ჩვენ, ასევე, არ გამოვრიცხავთ მომავალში დსთ-ს ქვეყნებში შესვლას", - ამბობს ის.
კომპანიის პარტნიორი საქართველოში
გაზპრომ-მედიას ადგილობრივი პარტნიორი კომპანია მედია ჯგუფი იქნება. სწორედ ეს კომპანია იქნება დაკავებული პროდუქციის მარკეტინგული, ტექნიკური მხარდაჭერით. კომპანიის 50-პროცენტიან წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ. On.ge დაუკავშირდა მედია ჯგუფის დირექტორს, დავით ნაკაშიძეს, მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. თუმცა მანამდე ის ესაუბრა НТВ-плюс-ს და განუცხადა:
"НТВ-плюс ძლიერი და ცნობილი ბრენდია, კომპანია ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის. დღეს საქართველოში, რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მზარდი მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება ბევრ ქართველ მაყურებელს დააინტერესებს."
კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მედია ჯგუფი ფლობს Red Media-ს 28 სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლებას, მათ შორის, НТВ кинохит, Мужское Кино, НТВ Киносемья, НТВ Киносвидания, НТВ Киномикс, Киносерия, Наше Новое Кино, Кинокомедия, Индийское Кино, Кухня, Авто+, Ля Минор.
მედია ჯგუფის დირექტორის კავშირები
მედია ჯგუფის დირექტორი, დავით ნაკაშიძე შპს ვაიმაქს ჯორჯიას დირექტორი 2016 წლის 8 სექტემბრიდან 2018 წლის 29 იანვრამდე იყო. მან თანამდებობის დატოვების შესახებ საჯარო რეესტრს სწორედ ამ დროს მიმართა.
შპს ვაიმაქს ჯორჯიას 100-პროცენტიანი მფლობელი სილქნეტია. ვაიმაქს ჯორჯია 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას თბილისში ფლობდა.
On.ge-ს არც ამ კავშირებზე ესაუბრა დავით ნაკაშიძე, სილქნეტის პრესსამსახურისგან კი პასუხს ველოდებით.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
კომენტარები