ბრაზილიის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ მესისთან ერთად თამაშის წლები გაიხსენა და მის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა.

"ლეოს ქებაში არ დავიღლები. იგი უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, კარგი ადამიანიცაა. ლეო ცოცხალი ლეგენდაა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კიდევ გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელსაც მისი შესაძლებლობების ნახევარი მაინც ექნება. ეს საკმარისია", - აღნიშნა რონალდინიომ.

მისივე თქმით, იგი ბარსელონას თამაშებს ისევ უყურებს.

"მათ ისევ ვუყურებ. იქ არაერთი მეგობარი მყავს, როგორც ფეხბურთელებში, ასევე მოედნის მიღმაც. ვფიქრობ, გუნდი კარგად მუშაობს. ისინი ბრწყინვალე სეზონს ატარებენ".

რონალდინიომ ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპონატი (2) და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.