ფანები დიდი მონდომებით ელიან 23 აპრილს. სწორედ ამ დღეს გამოდის HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Westworld-ის მეორე სეზონი.

შოუს შემქმნელბი ახალი ნაწილის გამოსვლამდე ბევრ სიახლეს გვატყობინებენ, მაგალითად ცოტა ხნის წინ ვნახეთ სერიალის ძალიან საინტერესო პირველი ტრეილერი და ახალი, შემზარავი პოსტერიც.

იმის გამო, რომ გასულ წელს HBO-ს ყველაზე რეიტინგული სერიალი, სამეფო კარის თამაშები, არაერთი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა და შოუს თითქმის ყველა ეპიზოდმა ეთერში გასვლამდე გამოჟონა ინტერნეტსივრცში, Westworld-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ სპოილერებთან საბრძოლველად, მეორე სეზონის მთელ შინაარსი თავად დაასპოილერონ.

ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი ამბობენ, რომ სერიალის მთელი შინაარსს Reddit-ზე გამოაქვეყნებენ.

"სამწუხაროდ არსებობენ ადამინები, რომლებსაც უყვართ სხვებისთვის საყვარელი შოუს ყურების ჩაშხამება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მთელი მეორე სეზონის შინაარსი თავად გავავრცელოთ, თუმცა გეტყვით, რომ იქ უამრავი ტყუილიც იქნება. ახალ ერაში ვცხოვრობთ, სადაც მაყურებელსა და შოუს შემქმნელებს შორის სხვანაირი ურთიერთობებია. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ მისტიკურ ყუთს თავსახური ავხადოთ", - ამბობს ჯონათან ნოლანი.

ველური დასავლეთის ახალ სეზონში სამ ახალ პერსონაჟს გავიცნობთ, მათ როლებს კი ფარეს ფარესი, ბეტი გაბრიელი და სერიალ ვიკინგების ვარსკვლავი გუსტავ სკარსგარდი შეასრულებენ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როგორც აღმოჩნდა, ველური დასავლეთის პარკში რამდენიმე, ჩვენთვის აქამდე უცნობი სამყაროც არის, რომელსაც მეორე სეზონში აუცილებლად გავეცნობით.

ნოლანისა და ჯოის თქმით, შოუში იქნება ბევრი სექსი, სისხლისღვრა და ბრძოლა გადარჩენისთვის.