გერმანელი ფოტოგრაფი ვიბკი ჰაასი 2018 წლის Sony World Photography-ის დაჯილდოების ერთ-ერთი მონაწილეა. თუმცა ამბავი უფრო იმაზეა, თუ როგორ მოვიდა ის აქამდე.

ჰაასი იმ გარემოში გაიზარდა, სადაც ცხოველები მრავლად იყვნენ. ალბათ ეს ხსნის იმას, რომ ცხოველები მის წინ ძალიან ბუნებრივად პოზირებენ.

"ცხენები ძალიან მხიარულები და საყვარლები არიან. ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის გადაღებულ ფოტოებშიც ის მიმიკები ვაჩვენო, რომლებითაც ადამიანებს ყველაზე მეტად ჰგვანან", - ამბობს ფოტოგრაფი.

ჰაასი დასძენს, რომ ცხენებისთვის ფოტოს გადაღებისას ყველაზე რთული მათი სწორად გაჩერებაა, თუმცა თავისი დამოკიდებულებითა და ცხენების სასუსნავებით, მათი დამორჩილება არ უჭირს. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ცხენებს ყურში ღუტუნიც ძალიან სიამოვნებთ.

სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარა მას კონკურსის ფინალში გასასვლელად. მის ფოტოებში ცხენები თავის ემოციებსა და განწყობებს გულწრფელად გამოხატავენ.

2018 წლის Sony World Photography Awards-ის გამარჯვებულები 19 აპრილს გამოცხადდება.