დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მწვრთნელი თომას ტუხელი მიმდინარე წლის ზაფხულში უნაი ემერის შეცვლის და პსჟ-ს მთავარი სპეციალისტი გახდება, ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild აქვეყნებს.

ტუხელს ისეთ გუნდებს უკავშირებდნენ, როგორიც არსენალი, ჩელსი და სევილია არიან, თუმცა მან არჩევანი პარიზელებზე შეაჩერა, რომლებთანაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

საგულისხმოა, რომ პარიზელები მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტესა და ლუის ენრიკეს კანდიდატურასაც განიხილავდნენ. მოქმედი მწვრთნელისგან კი უკმაყოფილო იმის გამო იყვნენ, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე ვერანაირი წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა.