თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ვატო შაქარაშვილმა დეკლარაციაში ცოლის ის კომპანია არ მიუთითა, რომელმაც თბილისის მერიისგან თანხა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

ვატო შაქარაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა შპს რეკ-დ-ის შესახებ, რომელის 50-პროცენტიან წილსაც მისი ცოლი, ნია ქირია ფლობს. თბილისის მერიამ ამ კომპანიას დაუკვეთა, ტენდერის გარეშე, ჯამში 233 114 ლარის ღირებულების ორი ხელშეკრულება.

ფოტო: ფოტო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

საკრებულოს დეპუტატთან რუსთავი 2-მა ინტერვიუ ორჯერ ჩაწერა, შაქარაშვილმა ცოლის წილების შესახებ მხოლოდ მეორე შემთხვევაში ისაუბრა. მისი თქმით, მის ოჯახს კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია და კომპანიის შესახებ ცვლილებებს დოკუმენტებში ასახავენ.