რაც მეტი საქმე გვაქვს, გონების სრული მობილიზება და გეგმის მიხედვით მოქმედება უფრო რთული ხდება. ყოველდღიური რუტინა დილით ადრე ადგომით, სწრაფი მომზადებითა და სახლიდან უკან მოუხედავად გაქცევით იწყება.

გაგრძელებაც საინტერესო იქნებოდა, რომ არა ერთი დიდი პრობლემა, რომელიც სწორედ ამ დროს იჩენს თავს და რომელიც სახლიდან გასულს გვახსენდება, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ძალიან გვიანია.

ნახეთ 10 რამ, რაც თითქმის ყველას გვავიწყდება და რის გამოც სახლში მობრუნება საკმაოდ ხშირად გვიწევს:

1. კარის შემოწმება

ფოტო: Imgur

ყველას გამოგიცდიათ ის საშინელი და მტანჯველი განცდა, როდესაც სახლიდან რამდენიმე წუთის გასული ხარ და ვერ იხსენებ კარი ნამდვილად დაკეტე თუ - არა.

2. სახლიდან ნაგვის გამოტანა

ფოტო: giphy

სახლიდან ნაგვის გამოტანა შეიძლება თითქმის ყოველდღე დაგავიწყდეთ, საბოლოოდ კი სახლი ნაგავსაყრელს დაემსგავსოს. ასე არ შეიძლება!

3. ფეხსაცმლის გაწმენდა

ფოტო: giphy

"მანახე შენი ფეხსაცმელი და გეტყვი ვინ ხარ შენ" ამიტომ ჯობია ბინძური ფეხსაცმელი არც არავის ანახოთ და უბრალოდ სახლში მიბრუნდეთ.

4. ოჯახის წევრებისთვის ფულის დატოვება (ან წართმევა)

ფოტო: giph

თუ გინდათ, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ოჯახის წევრებმა სახლში შეგიშვან, ეს პუნქტი არ უნდა დაგავიწყდეთ. თუ წართმევას აპირებდით, მაშინ ჯობია დაგავიწყდეთ.

5. საფულე, ტელეფონი, ჩანთა

ფოტო: giphy

ტრანსპორტის ფულის გადახდა როცა გიწევს და საფულე არსად ჩანს, დამეთანხმებით, რომ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა.

6. ძაღლის გასეირნება

ფოტო: giph

თუ ძაღლის გასეირნება დაგავიწყდათ, სახლში დაბრუნებულს ძალიან ლამაზი და სურნელოვანი "საჩუქარი" დაგხვდებათ.

7. დეოდორანტი

ფოტო: giphy

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახლში მიბრუნება აუცილებელია.

8. ფანჯრების დაკეტვა

ფოტო: giphy

მით უმეტეს, თუ დიღომში ცხოვრობ და თან ქარია, მტრისას.

9. კერძი გაზქურაზე

ფოტო: giphy

გადაწვი სახლი, რა გენაღვლება?!

10. თავი

ფოტო: giphy

ყველაზე ცუდია, როდესაც სადმე წასვლა გიწევს და გონებით ისევ სახლში ხარ.