მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით იერუსალიმში ზეციური ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გარდამოვიდა. იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარში, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

რიტუალი ქრისტეს აღდგომის აღსანიშნად ასეული წლებია იმართება.

იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან არიან ჩასულები. იერუსალიმიდან საქართველოში ცეცხლს ჩამოიტანს ქვეყნიდან წასული დელეგაციაც.