ტურინის იუვენტურის დირექტორის ბეპე მაროტას თქმით, მასიმილიანო ალეგრი მომდევნო სეზონშიც იუვენტუსის მწვრთნელი იქნება.

ბოლო რამდენიმე თვეა ალეგრის პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ, თუმცა, როგორც ჩანს, თავად სპეციალისტი მოტივირებულია, რომ კარიერა ამჟამინდელ კლუბში გააგრძელოს.

როგორც ჩანს, ყველაზე მეტი კითხვის ნიშნები რეალთან საკუთარ მოედანზე წაგებული 0:3-ის შემდეგ გაჩნდა.

ალეგრის პოტენციურ კლუბებად პსჟ, ჩელსი, არსენალი და ტოტენჰემი სახელდებიან.