პეპ გვარდიოლას თქმით, 2018 წლის იანვარში მას მანჩესტერიდან პოლ პოგბასა და ჰენრიხ მხითარიანის შეძენა შესთავაზეს.

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ამის შესახებ, მას აგენტმა მინო რაიოლამ უთხრა.

პოგბა, რომელიც იუნაიტედს 2016 წელს 89 მილიონ ფუნტად შეუერთდა, "წითლებთან" დარჩა, მხითარიანი კი არსენალს შეუერთდა.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ რაიოლამ პეპს ძაღლი უწოდა. სიტის თავკაცმა სწორედ ამის საპასუხოდ გაამხილა მანჩესტერელი ნახევარმცველების შემოთავაზების ისტორია:

"ორი თვის წინ მან მე მხითარიანისა და პოგბას ყიდვა შემომთავაზა".

"ჩემი ძაღლთან შედარება ძალიან ცუდია. მან ძაღლებს პატივი უნდა სცეს", - ხუმრობით დაასრულა საკუთარი კომენტარი გვარდიოლამ.