"სოლიდარობა ტყიბულს!" - ამ სლოგანით გაიმართა თბილისში ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერი აქცია.

მსვლელობის ორგანიზატორი აუდიტორია #115 იყო. აქციას შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტური ჯგუფებიც შეუერთდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე, აუდიტორია #115-ის წევრი: "ჩვენი საზოგადოება დასერილია ნაპრალებით, ბზარებით, ჭრილობებით ამ გარდაცვლილი ადამიანების სახით. ამ ბზარების ჭრილობების და ნაპრალების ამოვსება მხოლოდ სოლიდარობას შეუძლია. ამ ადამიანებს სოლიდარობა აერთიანებთ, რომელიც გამოიხატება გლოვაშიც და ბრძოლაშიც".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ჯოზენ ალექსანდრე სმიტი, აქტივისტი: "დროა პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადავიდეთ, რათა მივიღოთ ნორმალური, ევროპული პროგრესული შრომითი კანონმდებლობა"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქცია-მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის ორგანიზატორების თქმით, ტყიბულის შახტაში 6 მუშის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქტივისტებმა ორი მოთხოვნა გააჟღერეს:

  • გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას.
  • აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სოლიდარობის აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქტივისტებმა რუსთაველის გამზირის ორმხრივი მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქტივისტებმა გზის სავალ ნაწილზე დასხდომისა და აქციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პროცესი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პოლიციამ აუდიტორია #115-ის ხუთი აქტივისტი დააკავა. მათ ბრალად ხულიგნობა და პატრულისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აუდიტორია #115-მა მომავალი კვირიდან საპროტესტო კამპანია დააანონსა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სოლიდარობის აქცია სიმბოლური პერფორმანსით დასრულდა. აქტივისტებმა სანთლები დაანთეს და დაღუპული მეშახტეების ხსოვნას პატივი ამ ფორმით მიაგეს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ამავე თემაზე: