მეცნიერები საზოგადოებას სთხოვენ, რომ გაუზიარონ ნებისმიერი სახის გამოცდილება, რომელიც ჰალუცინოგენური ნივთერების, დიმეთილტრიპტამინის (DMT) მიღების შემდეგ, ღმერთთან, უცოპლანეტელებთან, სულებთან ან სხვა ტრანსცენდენტულ არსებებთან კონტაქტს გულისხმობს.

ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები, ცნობიერების ცლილების კვლევას, ფსიქოდელიურ ნივთერება დიმეთილტრიპტამინზე (DMT) ფოკუსირებით ცდილობენ, რომელიც ბევრი სპირიტუალური და შამანური ცერემონიის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

უფრო კონკრეტულად კი, მკვლევრებს სურთ მიიღონ მეტი ინფორმაცია ნებისმიერ ისეთ გამოცდილებაზე, რომელმაც "დამოუკიდებელ/ავტონომიურ არსებებთან ან ყოფიერებასთან შეხვედრა გამოიწვია".

მკვლევრების მიერ შედგენილ ყველაზე ხშირად შეხვედრილი არსებების ჩამონათვალში მოხვდნენ ბუდა, ოჯახის გარდაცვლილი წევრები, ცხოველები, მონსტრები და ჯამბაზები.

მკვლევრები წერენ, რომ: "კვლევა კითხვარის მეშვეობით ხორციელდება, რომელის მეშვეობითაც ვსწავლობთ დიმეთილტრიპტამინის (DMT) მიღების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანის მიერ დამოუკიდებელ/ავტონომიურ არსებებთან ან ყოფიერებასთან განცდილ კონტაქტს".

"ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნულ კვლევა მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც მეცნიერებისთვის, ასევე ცალკეული ინდივიდისთვისაც."

"შესაძლოა უკვე იცით, რომ ჩვენმა გუნდმა დაასრულა ფსიქოდელიური ნივთიერებების ფენომენის ლაბორატორიული შესწავლა. ეს გამოკითხვა კი, ჩვენს მიერ უკვე გამოქვეყნებული და მიმდინარე კვლევის მნიშვნელოვან გაგრძელებას წარმოადგენს."

კითხვარში შესული კითხვები "არსებებთან" კონტაქტის დამყარებამდე მიღებულ DMT-ს დოზირებას, აღნიშნული კონტაქტის შეგრძნების გზებს (მოხდა ეს სმენით, ხედვით, შეხებით თუ "ზემგრძნობელობით" ანუ ტელეპათიით) და ამ არსებასთან კომუნიკაციით მიღებულ ინფორმაციის შინაარსს ეხება.

"მონაცემების შეგროვება ანონიმური ონლაინ კითხვარის საშუალებით ხორციელდება, რაც აღნიშნული შეხვედრების მოკლე და გრძელვადიანი ზეგავლენის შეფასების საშუალებას მოგვცემს".

აღსანიშნავია, რომ DMT-ის ბუნებრივი სახით მოიპოვება და მისი მოხმარება სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი, თუმცა, იგი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არალეგალურ ნივთერებათა კატეგორიაში გადის.

DMT სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციული სპირიტუალური ნაყენის, აიაჰუასკას მთავარი ფსიქოაქტიური შემადგენელია. შამანები ამ ნაყენს სხვადასხვა მცენარის ნახარშისგან იღებენ - ზოგიერთი მათგანი DMT-ს შეიცავს, ზოგიერთი კი სხეულში მის სრულ გახსნას აბრკოლებს.

აიაჰუასკას შესახებ, სხვადასხვა დროს, ცნობილმა მუსიკოსმა სტინგმა და კომიკოსმა საიმონ ამსტელმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აიაჰუასკას მიღება ფსიქიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმარათ.

მკვლევართა ჯგუფის მთავარი მეცნიერის, პროფესორ როლანდ გრიფიტის თქმით, მისი ნაშრომი "ქცევითი ფარმაკოლოგიისა და ანალიზის მეშვეობით განწყობის შემცვლელი ნივთერებების მეცნიერულ კვლევას წარმოადგენს".

გრიფიტი ამ სფეროში ასობით პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც ეხება როგორც ნიკოტინისა და კოფეინის ქცევითი ზეგავლენებს, ასევე "მისტიურ" გამოცდილებებს, რომლებიც ფსილოციბინით, ე.წ. "ჯადოსნურ სოკოებში" შემავალი ნივთიერებით არის გამოწვეული.