American Horror Story-ის მერვე სეზონამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, რაიან მერფი კი ჩვენთვის ახალ ამბებს არ იშურებს.

ახალხან ცნობილი გახდა, რომ ოსკარის მფლობელი მსახიობი, ანჯელიკა ჰიუსტონი, შესაზლოა, შოუს ახალ ნაწილში ვიხილოთ. როგორც რაიან მერფი ამბობს მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ ანჯელიკა თანახმა იქნება, ის FX-ის პოპულარულ სერიას შეუერთდება.

ანჯელიკა ჰოუსტონს მაყურებელი არაერთი ფილმიდან იცნობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მას "ადამსების ოჯახში" შესრულებულმა როლმა მოუტანა.

რაც შეეხება AHS-ის მერვე სეზონს, გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, 84 წლის ჯოან კოლინზი რაიან მერფისა და FX-ის სერიალ American Horror Story-ის მერვე სეზონში ითამაშებს.

უკვე დადასტურებულად ვიცით ისიც, რომ მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი და ევან პიტერსი შეასრულებენ.

როგორც რაიან მერფი ამბობს, ტრიოს წინ ძალიან დიდი საქმეები ელოდება.

როგორც შოუს შემქმნელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაამხილა, ახალი ნაწილის სიუჟეტი მომავალში განვითარდება და მოგვიყვება იმ სააფრთხეებისა თუ შიშების შესახებ, რომლებიც მომავლის ადამიანებს ექნებათ.

წინასწარი ინფორმაციით FX-ის შოუს ახალ სეზონს Radioactive[რადიოაქტიური] ერქმევა, თუმცა რაიან მერფი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

ჯერ-ჯრობით American Horror Story-ის მერვე სეზონთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.