რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 10 აპრილიდან აფხაზურ პროდუქციას საკუთარ ბაზარზე დააბრუნებს.

სამინისტროს განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთმა აზიური ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ ზომები მიიღო, კერძოდ კი, მოსახლეობამ 10,5 მილიონი ცალი ფაროსანა მოაგროვა და მინდვრები ქიმიურად დაამუშავა, რითაც გავრცელების საშიშროება შემცირდა.

მანამდე, 2 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა ფარასონასა გავრცელების პრევენციისთვის დე ფაქტო აფხაზეთს დროებითი სანქციები დაუწესა და თავის ქვეყანაში პროდუქციის შეტანა აუკრძალა.

გაიგეთ მეტი: