HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემის მფლობელი სერიალი - Big Little Lies მეორე სეზონით 2019 წელს დაბრუნდება.

სერიალში ძველი მსახიობების გარდა ვიხილავთ მერილ სტრიპსაც, რომელიც სელესტის [ნიკოლ კიდმანის გმირი] დედამთილის როლს შეასრულებს. კიდმანმა ცოტა ხნის წინ, მერილთან გადაღებული ფოტო დადო ინსტაგრამზე.

First day on the set with Meryl and “my” darling boys! #BigLittleLies

A post shared by Nicole Kidman (@nicolekidman) on

მერილ სტრიპის გმირი პირველ სეზონში დაღუპული პერის დედა იქნება და მერი ლუის რაიტი ერქმევა. მიუხედავად პირველ სეზონში სიკვდილისა, მეორე სეზონის კონკრეტულ ეპიზოდებში დაბრუნდება ალექსანდრ სკარსგარდიც.

გარდა ამისა, HBO-ს პოპულარული სერიალის მეორე სეზონში ვიხილავთ კანადელ-ამერიკელ მსახიობ, დუგლას სმისტს. ის შოუში კორი ბროკფილდის როლს შეასრულებს, რომელიც ჯეინის [შეილინ ვუდლის] თანამშრომელია.

ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან.

სერიალის მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.

სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონში, პირველის მსგავსად, 7 სერია იქნება.